mymarket.ge ს მიმოხილვა

მოგესალმებით, დიდი ხანია არ დამიწერია პოსტი ქართული ვებ განვიტარებასტან დაკავშირებით. როგორც ვიცით, my.ge(myauto.ge , mymarket.ge , myhome.ge და ა.შ.) გაიყიდა და შესაბამისად იყო მოლოდინები, რომ მინიმუმ დიზაინს გაანახლებდნენ მცირედი დეტალებით მაინც. განახლება კი თავის მხრივ ნიშნავს, არსებულის გაუმჯებესობას, ნუ მე ესე წარმომიდგენია. my.ge-ს მფლობელობაში საიტები უნდა ყოფილიყო მეტად მოქნილი, ოპტიმიზირებული, user friendly და ის ზღვა ინფორმაცია რასაც my.ge ფლობს, უკეთ დამუშავებული და დასაწყობებული იქნებოდა. შიგადაშიგ იყო მცირედი ბაგები ლაივ რეჟიმში, თუმცა მოდი მაგაზე თვალი დავხუჭოთ. რაც შეეხება მთავარი გვერდის განხილვას, მივყვეთ Header-დან გავიდეთ footer_ში )) :

შენიშვნა : ეს არის წმინდა სახით ტესტირება, უმეტესი წილი დიზაინის ჩავრდნებს ეხება და არა ფუნქციურ ბაგებს. ფუნქციური ბაგებისთვის ბევრად დიდები არიან, რომ ეგ შეცდომები არ გაეპაროთ, ხოლო დიზაინის მხრივ ჩავარდნები უმეტესწილად ყველა პროექტს თან ახლავს. ზოგს მეტად მოეთხოვება ზოგს ნაკლებად 🙂 და სტანდარტებიც არის დიზაინის მხრივ, რისი დაცვაც აუცილებელია და “სტანდარტები არ არსებობს” უფრო ჩავარდნების გაპრავებაა ვიდრე რეალობა.

ერთი შეხედვით შესაცვლელი 6 პუნქტი

  1. header-ში notification ღილაკები, ძალიან თან ძალიან დიდი ეჭვი მაქვს ვიღაცას facebook-ს ძველ აიქონებზე გაექცა ხელი :)) თან, არვიცი რატომ თვლიან, რომ მენიუს ელემენტები ან თუნდაც ჰედერი ვიზუალურად გამოყოფილი არ უნდა იყოს. არა მარტო mymarket.ge – ი, ბევრ სხვა ქართულ საიტს დაეტყო ეს მიმდინარეობა, ხოდა მე ვფიქრობ არასწორად მიდიხართ. აღქმისთვის, პირველივე წამებზე სასურველია მომხარებელმა უკვე იცოდეს საიტის სტრუქტურა. მაგალითად, ეხლა მენიუს ბლოკი, ან სერჩის ფორმა თავი სერჩის ღილაკით და პლიუს ფავორიტების და კალათის აიქონები რატომ აი ესე უსახოდ. იდეაში, კალათა და ფავორიტები პერსონალურად მომხმარებლის პირადი კაბინეტის ტიპის მსგავსია და რეალურად საკმაოდ მოშორებით, ან შეიძლება ითქვას ცალკე დგას “ჩემი გვერდი”-სგან, რაც არასწორია.
  2. სლაიდერი – სლაიდერს როდესაც მარჯვნივ დავუდებთ ამ ოთხ ელემენტს, პირველი რასაც იფიქრებს მომხარებელი არის ის, რომ ეს ოთხი კატეგორია სლადიერის ნაწილია. კონტრ არგუმენტი შეიძლება იყოს ის, რომ მარცხნივ კატეგორიებია გამოტანილი, თუმცა კატეგორიების დანახვა საკმარისია რომ თან აღიქვას თვალმა, თან myamarket.ge-ს წინა ვერსიაშიც მსგავსი სტილით იყო წარმოდგენილი ეს სივრცე, ანუ ეს შეცდომა შეცდომადაა დარჩენილი და შეგრძნება მრჩება, წინა საიტის რიდიზაინი გაკეთდა უბრალოდ და გაპარული შეცდომები შეცდომებად დარჩა.
  3. არასწორად გადანაწილებული, პროდუქტების ჩანართები. მესმის რატომ უნდა ვიყიდო super vip-ი, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყიდო vip+, როდესაც მას ზემოთ სამი სხვადასხვა კატეგორიების ჩანართია და პლიუს სარეკლამო ბანერი, რომელიც კარგად თუარ დაიძაბე შეიძლება კატეგორიების ჩანართი გეგონოს. ნუ კარგი, კატეგორიები არ არის წმიდნა გაგებით, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ VIP+ ს შემდეგ რაც ხდება სრული განუკითხაობაა და რავიცი, ალბათ მანდ მომხარბელები რომ ჩადიან ტრავოლტას გიფს განასახიერებენ ყველაზე კარგად.
  4. see more ღილაკი უფრო საკრარული მგონია, რომელზეც კითხვას არავინ სვამს და საერთოდ არავინ განიხილავს მას რაიმეთი მაინც შეეხოს 🙂
  5. იყიდე ონლაინ – ეს ამ საიტის ყველაზე ღირებული რამ არის ჩემი აზრით, უბრალოდ განცხადებებსი საიტიდან აშკარაა, რომ საიტი ონლაინ მაღაზიის ზრდაშია და აი ეს ბლოკი ამბობს ამას და სად დევს ? თითქმის footer-ს თავზე. ჩემი ნება რომ იყოს, მას აუცილებლად გამოვაჩენდი პირველივე სივრცეში და ვანახედი მომხმარებელს, რომ ეს საიტი ganxadebebi.ge – ს მსგავსი კიარ არის, ონლაინ მაღაზიაა საკმაოდ დიდი პოტენციალით.
  6. დაიწყე გაყიდვა – სწრაფად, მარტივად, უფასოდ.
    რატომ აქვს ამ ბლოკს ამხელა ადგილი დაკავებული? კი სწორი აქცენტებია მაგრამ სად არის ეს ბლოკი განთავსებული ? მომხმარებლები აქ საერთოდ არ ჩამოვლენ და თუ არ ჩამოდიან ვის ვაჩვენებთ აბა ამ ინფორამციას ? მთავარი გვერდი რომ არასწორად არის განაწილებული ეს ბლოკი მეტყველებს ყველაზე კარგად. მართლა არ არის ეს კრიტიკა კრიტიკისთვის დაწერილი, ნომერ პირველი განცხადბეების საიტი, აწ უკვე ნახევრად ონლაინ მაღაზია http://mymarket.ge აი ესე არ უნდა ახდენდეს საკუთარითავის პოზიციონირებას მთავარ გვერდზე. სავარაუდოდ აქცენტებია არასწორად დასმული.
  7. ესეც სქრინი :

agile area.ge be.ge cavea cavea.plus ecommerce framework Functionality testing imovies isurve.ge kanban livo.ge methodology mymarket.ge Netflix redbarry scrum soundcloud TBC tbc bank The platform veli.store vendoo.ge veziri waterfall web1.0 web2.0 განახლებული mymarket.ge დამკვეთები ეჯაილი თიბისი ბანკი კანბანი კაპიტალიზმი მეთოდოლოგია მეცნიერება ონლაინ მარკეტი ონლაინ მაღაზია პლატფორმა პოდკასტი საქართველოს ბანკი სოლიდარობა სოციალიზმი ურჩი უძრავი ქონება ყველასათვის