კარგი ფილმის ნახვა ალბათ ცალკე სიამოვნებაა. ამ სიტყვებით თუ დავიწყებდი ესეთი კარგი ფილმის შეფასებას როგორიცაა პლატფორმა. ხოლო მოკლე აღწერად გავუკეთებდი
სოციალიზმისა და ველური კაპიტალიზმის ბრძოლა
ხოდა ეს ბოლო წლებია http://www.netflix.com – მა კინო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა თქვა. უმეტესი ნაწილი მისი ფილმებისა ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
როგორ იწყება პლატფორმა ?
ერთი ულვაშებიანი ახალგაზრდა იღვიძებს ოთახში. მასთან ერთად მოპირდაპირე მხარეს წევს მოხუცი რომელიც პირველივე წუთიდან ირკვევა, რომ საკმაოდ გარკვეულია პლატფორმა – ში. ერთი შეხედვით გაურკვეველია მისი ფრაზები, თუ რატომ აქვს მას მთავარი პერსონაჟის მიმართ ესეთი ცივი დამოკიდებულება, ამასობაშ ირკვევა რომ ისინი იმყოფებიან 33-ე სართულზე და თუ რა კავშირშია ეს სართულია, ვგებულობთ მაშინ როდესაც ნახევრად ნაჭამი მაგიდა შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც ოთახში არსებობს. მოხუცი კაცი საკმაოდ უცნაურად იქცევა, ის ჭამს საჭმელს ისე, თითქოს ბოლო შანსია დღის განმავლობაში და როდესაც მაგიდა მოძრაობას დაიწყებს ქვემოთ, ის ფურთხით აცილებს მას და ირკვევა რომ მის ნაჭამს და დაფურთებულის ჭამა მოუწევთ მინიმუმ 34-ე სართულზე მყოფს. მთავარი პერსონაჟს აღშფოთება იწყება აქედან და პირველი შეგრძნება რომელიც პირდაპირ კავშირშია ამ ფილმთან “სოლიდარობა”.
კითხვა N1: ჭამ თუ არა სხვის მოსაქმებულ საჭმელს თვითონ ?
მოხუცი პოზიცია ამ კითხვაზე არის ის, რომ ეს მას არ აინტერესებს სავარაუდოდ ზედა სართულმა იგივე გააკეთა თუმცა ეს ბუნებრიობაა და არ თვლის, რომ მან ეს არ უნდა გააკეთოს. ჩემთვის ეს არის ველური (გავყოფ ველურ კაპიტალიზმს და კაპიტალისტურ წყობას, რადგან მათ შორის იგივე სხვაობაა რაც კომუნიზმსა და კაპიტალიზმს შორის) კაპიტალიზმის ანალოგი, როდესაც ადამიანი იმდენად გაუცხოებულია თანამოქალაქეს ან ზოგადად ადამიანის მიმართ, რომ შეიძლება მორალური ფასეულობები ვუარყოთ მხოლოდ იმიტომ, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ანალოგიურად, მოხუცმა საკუტარ ნაჭამზე დააფურთხა მხოლოდ იმიტომ, რომ მას არანაირი სოლიდარობის გრძნობა არ გააჩნდა ქვემოთ მყოფების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ დღეს ის ხალხი მის ზემოთ აღმოჩნდეს.
კითხვა N2 : შესაძლებელია თუ არა სოლიდარობის ხელოვნურად წარმოქმნა ?
პასუხი ცალსახად არა ! ანუ, ვერავინ, მათ შორის სახელმწიფოც კი ვერ შეძლებს ადამიანებს შორის სოლიდარობის წარმოქმნას, ვერც თბილი სიტყვით ვერ მოხდება ამის ახსნა, თუნდაც მილიონჯერ ვცადოთ ეს. რაც კარგად ჩანს მთავარი პერსონაჟის მეორე სტუმარში. ის ცდილობს მის ქვემოთ მყოფებს აუხსნას, რომ ჭამონ იმდენი რამდენიც ეყოფათ გადასარჩენად, საკვებს უნაწილებს კიდევაც, თუმცა უშედეგოდ. მუქარა ! რამაც გაჭრა ერთჯერადად, ერთ სართულზე არის, მტავარი პერსონაჟის მიერ მუქარისა, რომლის შიშით ქვემოთ მყოფები ჭამენ იმდენს რამდენიც გადასარჩენად ეყოფათ. ანუ, ტკბილად ახსნილ სიტყვებს აჯობა შანტაჟმა და ძალადობამ ერთი შეხედვით, თუმცა მხოლოდ ერთ სართულზე და როდესაც ის ხალხი სხვა სართულზე აღმოჩნდებოდნენ იგივენაირად გააგრძელებდნენ ჭამას. გამოდის ვერც ძალისმიერი მეთოდი და ვერც ტკბილი დამოკიდებულება ვერ უღვივებს ადამიანებს სოლიდარობას ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პერსონაჟის პირველი roommate-ი მე-200 სართულზე იყო ნამყოფი,სადაც ერთი გრამი საჭმელიც არ აღწევს და ადამიანებს ერთმანეთის შეჭმა უწევთ გადასარჩენად.
კითხვა N3: რისი გაკეთება შეუიძლია თავის გადასარჩენად ადამიანს ? “მორალური საზღვრები”
მემგონი, ეს “პლატფორმა” აჩვენებს ყველაზე კარგად მორალის არ მქონე ადმაიანების ფსკერს, თუ რა შეიძლება გააკეთონ პირველივე წინაღობისას და რა შეძლეიბა გააკეთოს მორალის მქონე ადამიანმა. როდესაც მთავარი პერსონაჟ 1 თვის მერე იღვიძებს 202 სართულზე მოხუცთან ერთად, ხედავს რომ ის დაბმულია და მოხუცი მის ჭამას აპირებს. საკუთარ თავს კი იმით ამშვიდებს, რომ ახალგაზრდა აუცილებლად მოინდომებდა მის ჭამას. ანუ, ნდობა ესეთ ადმიანებს სოლიდარობასთან ერთად დაკარგული. კითხვას რაც შეეხება, ალბათ კარგი იქნება თუ ყველა ადამიანს არ ვიგულისხმებთ, რადგან არსებობენ მოხუცის მსგავსი ტიპები, რომელბიც პირველივე წინაღობაზე ჭამენ სხვებს და არსებობენ მთავარი პერონაჟის მქონე ადამიანები, რომლებიც ადმაიანის ნაცვლად ქაღალდის ჭამას იწყებენ. მორალური საზღვრები მოხუცის შემთხვევაში, არ არსებობს.
კითხვა N4: ეს უნდობლობისგანაა გამოწვეული გამოცდილებიდან თუ ეს მისი ბუნების ნაწილია ?
ამას ვგებულობთ მაშინ, როდესაც მორწმუნესთან ერთად, რომელსაც დახმარების ნაცვლად თავზე მოუსაქმეს ზემოთ მყოფებმა, ცდილობს მთავარ პერსონაჟთან ერთად ქვემოთ მყოფ ყველა ადამიანს გაუნაწილოს საჭმელი, თუნდაც სისხლის ფასად. ანუ, შესძლებელია გამოცდილების მიუხედავად ადამიანი იყოს სოლიდარული სხვების მიმართ და უნდობლობა და გამოცდილება არაფერ შუაშია რეალურად.
კითხვა N5: სიკეთისთვის გაკეთებულ საქმეს აქვს თუ არა აზრი? თუ შედეგს ვერ ვნახავთ
ანუ, 49-ე სართულზე მყოფებს თუ არ აჭმევენ საჭმელს იმის გამო, რომ ქვემოთ მყოფებს გაუნაწილონ ის. რა აზრი აქვს მაშინ, თუ შედეგს ვერ გაიგებენ ის ადამიანები, ვინც ჭამაზე უარი თქვეს სხვების გამო ? ამის კარგი ანალოგია, ის სოციალური კამპანიები რომელსაც სახელმწიფო ეწევა ადამიანებისსგან გადასახადების აკრეფის შემდეგ. თუ ვერ ვხედავ ჩემს მეირ გადახდილი გადასახადიდან შედეგს, მაშინ მექნება გაუცხოება სახელმწიფოს მიმართ და როგორც კი საშუალება მექნება მაშნვე ვეცდები გადასახადისგან ტავის არიდებას, ისევე როგორც 49 სართულზე მყოფი ადამიანები თუ ვერ გაიგებენ იმას რომ, მათი არ ჭამიტ ქვემოტ ვიღაც სხვა დაპურდა, მოერე დღეს აუცილებლად დააცარიელებენ მაგიდას. ანუ ძალის მიერი მეთოდით გამოწვეული სოციალური თანასწორობაც კი არაფრის მომცემია თუ ადმაინაებს სოლიდარობის გრძნობა არ გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ.
პლატფორმა -ს შეფასებისას დამრჩა შეგრძნება, რომ იყოს ალეგორია დღევანდელი პოლიტიკური წყობის, ამიტომაც მოვიხსენია სოციალიზმისა და ველური კაპიტალიზმის ბრძოლად. ზუსტი ანალოგია იმისა, თუ სად ვცხოვრობთ ჩენ, რომელ სართულზე ვიმყოფებით ეხლა და სულ თავისუფლად შეიძლება აღმოვჩნდეთ თავში ან ბოლოში, ოღონდ აქ მტავარი ის არის, რომ სამუდამო არაფერია და თუ არ ვიქნებით სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ, ერთ დღესაც ჩვენც გავიღვიძებთ მე-300 სართულზე დაბმულები.