საქართველოს ბანკი

პირველი ვებ გვერდი საქართველოს ბანკის https://bankofgeorgia.ge/ , რომელიც წერილობით გავაკრიტიკე. რათქმაუნდა არ არის სრული და არ მოიცავს რაიმე საკითხის სიღრმისეულ ჩაშლას, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემებზე გარკვეულ მხრივ არის, ყურადღება გამახვილებული. ნოსტალგიასაც იწვევს ეს პოსტი და გამიხარდა რომ კომპიუტერში ეს ფაილი ვიპოვე. მოგეხსენებათ, საქართველოს ბანკი ერთერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, მათ ვებ-თან ძალიან ახლო დამოკიდებულება აქვთ. მაგალითად, ტოპ ქივორდები რომ ავიღოთ დომენების მხრივ, ტთქმის უმეტესობა საქართველოს ბანკსი ბალანსზეა. ზოგიც გადამისამართებულია და ზოგიც coming soon-ს დონეზე აწყობილი საიტებით აქვთ გამოტანილი. ისიც უნდა გავითვალისიწნოთ რომ ორ სიმბოლოიან დომენებსაც სწყალობს და მემგონი ყველა ახალ პროექტზე ცალკე ორ სიმბოლოიანი დომენები აქვს.

კრიტიკა

1.1 საქართველოს ბანკის მთავარი გვერდი , 100% გაშლის შემთხვევაში ტოვებს ძალიან ბევრ თავისუფალ ადგილს კონტენტის ირგვლივ და განასაკუთრებით footer-ში.

1.2 აღსანიშნავია ისიც რომ, სლაიდშოუში მოცემული ინფორმაცია არის ძნელად მისაგნები სხვა სლაიდზე გადასასვლელად და ამავე დროს სლაიდზე გამოდის ისეთი სახის ინფორმაციები , რომლებიც მოცემული არ არის გადართვის ღილაკებზე. შესაბამისად, მომხმარებელს უწევს ლოდინი , რათა ის ინფორმაცია რომელიც გადართვის ღილაკებზე არ არის გამოტანილი შემდეგ წრეზე დაელოდოს. მაგ: კარიერა საქართველოს ბანკში.

1.3 მთავარ მენიუში, ბექგრაუნდის ფონზე დასმული შავი ფერის ტექსტი , არ მოდის თანხვედრაში იმავე ადგილზე მოცემული თეთრი ფერით დაწერილ ტექსთან.

1.4 სოციალური მედიის ტექსტები დასმულია ჩრდილებით რაც ასევე თანხვედრაში არაა მოცემულ გვერდთან

1.5 footer-ში მოცემული ტექსტები(ოფიციალური შეტყობინება; დაგვიკავშირდით; სტანდარტული პირობები) ასევე დასმულია ჩრდილებით, რაც წინააღმდეგობაში შედის ცენტრში მოცემული ტექსტთან (რეგულრიდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ)

1.6 ღილაკი „საიტის რუკა“-ს გამოყენების შემდეგ, ჩამოშლილ მენიუში ნაცრისფერ ფონზე არსებული შავი ტექსტი სრულად მიუღებელია რადგან , კითხვის რეჟიმი მოცემულ მენიუზე ძალიან ძნელია, ხოლო მაუსის მიტანის შემთხვევაში განარიჯისფერებული ტექსტი თითქმის წაუკიხავი ხდება.

შეფასების გაკეთება ზედმეტია, იმდენად სუსტი საიტია. დიდი იმედი მაქვს, წლების შემდეგ როდესაც ამ სტატიას მოვუბრუნდები, მაშინ მაინც ექნებათ ნორმალური ონლაინ განყოფილება საქ.ბანკს :))