პირველ რიგში ხაზს გავუსვამ, რომ ეს პოსტი sponsored არ არის 🙂

დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი შეხება ქართულ ecommerce-თან არც ისე დიდ გამოცდილებას იტევს, ამიტომ ავდგები და რასაც გავიხსენებ ჩამოვწერ მომსახურებიანად.

  1. მახსენდება be.ge ერთხელ ვიყიდე ონლაინ წყლის გამაცხელებელი “ატმორი” რაც თავის მხრივ კარგი აღმოჩნდა. რაჭაში წავიღე და აბაზანასთან ერთად სამზარეულოც დაერთდა და კარგად უძღვება საქმეს 🙂 deliver-ს რაც შეეხება მითხრეს 3 დღეში მოვიტანთ სამუშაო საათებშიო და ოკ ვიცოდი დაახლოებით სად ვიქნებოდი და სწორი მისამართი მივუთითე. დათქმულ დროს მოიტანეს და ეს დასაფასებელია ! ერთადერთი იყო, როდესაც ონლაინ გადავიხადე თანხა 3 წუთში ვიღაცამ დამირეკა და მეუბნება გადაუხდელი სტატუსი აქვს თქვენს ორდერს და გთხოვთ ახლიდან გადაიხადოთო, არადა ვხედავ რომ თანხა ჩამომეჭრა, ავუხსენი სიტუაცია და თავად გაერკვნენ მაგრამ ის რამდენიმე წამი წარმოვიდგინე უკიდეგანო ჭიდაობა ტელეფონზე და დამზაფრა 😀
  2. isurve.ge სასწაული საიტია, ოღონდ მართლა 🙂 რა გინდა რომ არ იყიდებოდეს საიტზე და ძალიან დასაფასებელია, თუმცა Deliver_ი დაუხვეწავია. თითქოს ახალ სიტყვას ამბობდა ქართულ ecommerce_ში თუმცა მიტანის სერვისი მაინც არ მომწონს. 3 დღის ჭრილში მოაქვთ უფასოდ, და არ იცი ამ 3 დღეში როდის მოიტანენ. ეს დისკომფორტია, რადგან გერმანიაში ნამდვილად არ ვცხოვრობთ რომ მომავალი სამი დღის 24 საათი დაგეგმილი მქონდეს, თუმცა სამუშაო საათებს აღიარებენ და ნუ ერგები ასე თუ ისე. სულ ორი პროდუქტი ვიყიდე, ბლენდერის ნაკრები და სახლში მიტანისას უკვე გავაფუჭე, ძალიან ცუდი ხარისხის იყო, მეორე ტელეფონის სამაგრი ვიყიდე მანქანისთვის და აი ეგეთი იმედგაცრუება არ მახსოვს უშალოდ პროდუქტის მიმართ 😀 სრული კატასტროფა იყო 🙂
  3. შემდეგია vendoo.ge-ს მარკეტფლეისი. როგორც იქნა გადავწყვიტე მეყიდა ერთი ყურსასმენი რომელიც 1000 ლარი ღირდა და შაბათ კვირას 150 ლარიანი ფასდაკლება ჰქონდა VISA-ზე, ნუ მეც ავდექი და შევიძინე ეს ყურსასმენი შაბათს თუ არ ვცდები. ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ მის Noise cancellation_ს, მიტანის გრაფაში ვხედავ რომ სამი ასარჩევი პუნქტია სადაც წერია ხვალინდელი თარიღი 15 ლარი, შემდეგი დღე 9 ლარი და მესამე დღეს 5 და შემდეგ უკვე უფასო მიტანა, დეტალურად არ ამხსოვს მაგრამ პირველი რომ 15 ლარი ღირდა ეგ ზუსტად მახსოვს, ანუ ყველაზე სწრაფი მიტანის სერვისი 15 ლარიანი აქვთ და ეგ ავირჩიე. გათენდა ორშაბათი და ველოდები რომ აი ეხლა დამირეკავენ და მოიტანენ ნივთს და გადის დრო, შევედი საიტზე შემთხვევით და აღმოვაჩინე რომ თარიღი მიტანის არის სამშაბათი მონიშნული, ვრეკავ საფორთთან და ვცდილობ წყნარად ავუხსნა რომ მემგონი პრობლემაა, მაგრამ იქიდან ვისმენ იმის მტკიცებას რომ მე რაღაც არასწროად გავაკეთე 🙂 ანუ, 15 ლარი გადავიხადე ყველაზე მაღალ ფასიან სერვისში და ნივთს მაინც სამშაბათს როგორ ვიღებთქო ერთმა ოპერატორმა რომ ამოწურა თავი, შემდეგ მეორე ოპერატორი მოვიდა და ის მეუბნება რომ როდესაც ლიმიტს ვაჭარბებთ ნივთები შემდეგ დღეზე ნაწილდებაო:) ანუ შემდეგ დღეს რომ მდომოდა მოტანა ნივთის, გადავიხდიდი ნაკლებ თანხას და დაველოდებოდი შემეგ დღეს, აქ ყველაზე მეტად რამაც გამაღიზიანა იყოს ის, რომ ყველა ოპერატორი ცდილობდა დაემტკიცებია საპირსპირო იმის ნაცვლად რომ ეთქვათ რომ შეცდომა დაუშვეს. მხოლოდ ეგ იყო საჭირო, რომ მცირედი პატივისცემა მეგრძნო მაგრამ რადგან რქებით მომაწვნენ მეც რქებით მივაწექი და ოკ შევთანხმდით რომ გამონაკლის დაუშვებდნენ და ორშაბათს, ანუ იმ დღეს მომიტანდნენ. ეხლა მოერე ეტაპი იწყება გაოცების, მიტანის სავარაუდო დრო არის შუადღის 2 საათიდან(ან 12 საათი) საღამოს 9 საათამდე. ვინმე სამუშაო დღეს შუადღის 2 საათიდან საღამოს 9 საათამდე არის ერთ ლოკაციაზე ? ანუ, ეს ხალხი სად ცხოვრობს ? ნუ მეთქი ოკ გავჩერდები სამსახურში 9 საათამდე და დაგელოდებითქო 🙂 8:50 იყო რომ მომიტანა დანგრეულმა ფურგუნმა ნივთი ადგილზე და რომ გამოვართვი ნივთი ამის მერე მომივიდა სმს-ი რომ თვალი მედევნებია ჩემი ნივთის გადაადგილებას და კურიერი ჩემსკენ მოდიოდა 🙂 WTF რას აკეთებთ ხალხო, სერიოზულად, ეგრე წარმოგიდგენიათ ? ხოარ ხუმრობთ ? ეგ იყო ბოლო შეხება და სანამ არ შეცვლიან და დახვეწენ სერვისს პირადად მე მაგათ პროდუქტს არ გამოვიყენებ.
  4. Veli.store საიტი რომელმაც მაღაზიაში სიარულს გადამაჩვია, ჯერ იყო და ბავშვის მოვლის ნივთებს ყველაფერს აქ ვყიდულობ, მერე ის რომ საახალწლო საჩუქრების უმეტესობა მანდ ვიყიდე და საერთოდ გაოცებული დავრჩი როდესაც 7-10 საათამდე მიტანა მოვნიშნე და 7:02ზე სახლში მიიტანეს ამანათი. აი საერთოდ ცალკე სამყარო შექმნეს ამათმა და რამდენი ამათ ოპერატორს ვწერ რაიმეს, იმდენი ვლოცავ 😀 ეს რა კაიფი ყოფილა, როდესაც ნივთს ყიდულობ და იმ დღესვე არა რამდენიმე საათში მოაქვთ, მალადეც ვინც არიან როგორც არიან და რომ გავიგე ვინც იყო და რა ჯგუფიც იყო მივხვდი რომ ეს უბრალოდ რიგითი მარკეტი არ იქნებოდა, რაღაც განსაკუთრებულ სიტყვას იტყოდნენ და თქვეს კიდევაც. აქციები აქვთ ძალიან კარგი და ამჟამად დაახლოებით 10 ერთეული ორდერი მაქვს და 2023 წელს დარწმუნებული ვარ სულ მცირე გახუთმაგდება. მალადეც და არ დავიშურებ თქვენს რეკლამირებას, სამსახურში თუ სამეგობროში თუ სადაც არ უნდა მოვხვდე !