ურჩი დამკვეთი

ალბათ, ხშირად გქონიათ ურჩ დამკვეთებთან ურთიერთობა, როდესაც ერთს ითხოვენ და მეორეს გულისხმობენ, მესამეს უკვეთავენ და მეოთხეს მოელიან. რატომ არის ესე და რატომ გვაქვს არაპროფესიონალ კლიენტებთან ხშირი შეხება, შორს წაგვყივანს მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და ყველას არ აქვს ის ფუფუნება, რომ კლიენტი მასზე მეტად პროცესიონალი იყოს.

რა უნდა გავითვალისწინოთ მსგავს დამკვეთებთან ურთიერთობისას ?

  1. არასოდეს მიიღოთ მათი დამოკიდებულება პერსონალურად
  2. არ დახვიდეთ მათ დონეზე
  3. დაიმახსოვრეთ და თავს ყოველთვის შეახსენეთ, ვის ესაუბრებით
  4. პასუხისმგებლობეის წილი დატოვეთ მეტ წილად მათ მხარეს
  5. ჩაიწერეთ ყველაფერი და შეინახე ისინი ორგანიზებულად
  6. წყობიდან არ გამოხვიდეთ
  7. შეაგროვეთ ყველა მათი მოსაზრება
  8. თავიდანვე ნათელი გახადეთ საზღვრები და სტანდარტები, როგორიც არის:
    1. მხოლოდ სამუშაო საათებში კონტაქტი
    2. ცვლილებები ისახება ბიუჯეტზეც
    3. სტანდარტული დროები ამოცანის შესასრულებლად (და არა, მეჩქარება და იქნებ ხვალ დილისთვის იყოს)
    4. ა.შ
  9. ესკალაცია _ მოახდინეთ დროული ესკალაცია
  10. შექმენით დეტალური კონტრაქტი და კონფლიქტის შემთხვევაში შეგიძლია მიმართ კონტრაქტს, ეს არის ბოლო ნაბიჯი, თუმცა საკმაოდ სამართლიანი.

ურჩ დამკვეთებთან ურთიერთობა, როგორც ესეთი :

შესაბამისად, ურჩ დამკვეთებთან ურთიერთობაში, სასურველია ვმართოთ კლიენტები(არაპროფესიონალი) და მათთან პროფესინიონალური გზით პრობლემის მოგვარება, რომ შესაძლებელია არ უნდა დაგვავიწყდეს. შენი პირადი რეპუტაცია არ ღირს არცერთი კონტრაქტის ფასად, ამიტომ სასურველია ვიპოვნოთ გზები, რათა მოვაგვაროთ პრობლემა და შესაბამისად ვმართოთ ის. კონტრაქტის გამოყენებით, პასუხისმგებლობის გადანაწილებით და სტრატეგიული კომუნიკაციების გზით.

რა ვურჩიოთ ურჩ დამკვეთებს ?

  1. ნუ იქნებით ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, სხვის მოედანზე.
  2. მოახდინეთ სწორი კრიტიკა !
  3. ეცადეთ, მაქსიმალურად დეტალრად გადასცეთ თქვენი სურვილები, თუნდაც ამისთვის პასტა და თაბახის ფურცელი დაგჭირდეთ
  4. დააზუსტეთ თქვენი მოლოდინები, რადგან დიდი შანსია თავიდან ისინი რადიკალურად აცდენილი იყოს შემსრულებლის გეგმებთან.
  5. აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ რისი მიღწევა გსურთ, აღნიშნული პროექტით.
  6. თუ მოთხოვნებს ხშირად ცვლი, დარწმუნებული იყავი, რომ ამით შემსრულებელებს აუცილებლად გაანაწყენებ, რაც პროდუქტზე ცალსახად აისახება.
  7. ლოგო ოდნავ გამიდიდე არის ფსკერი 🙂 🙂