მიმოხილვა

ეს სტატია მოიცავს მხოლოდ Main page-ს ტესტს. ვისაუბრებთ მხოლოდ მთავარ გვერდზე და დანარჩენ გვერდებს არ შევეხებით 🙂 ალბათ უკვე გაგონილი გექნებათ area.ge-ს სოციალურ ქსელში თუ ქუჩის ბილბორდებზე, ფაქტია ვიღაც ძალიან ცდილობს უძრავი ქონების ყიდვა-გაყდივის ბაზარზე შესვლას და რეკლამაში ფულსაც არ იშურებს. თუმცა,

განგება

მარტო ფული რას იზამს თუ პროექტის განხორციელებისას ადამიანები არ დაფიქრდნენ რას აკეთებდნენ და რაც მთავარია ვისთვის აკეთებდნენ :). ფაქტია, რომ ამ კომპანიის “გაპიარებაში” Redberry-მ აიღო პასუხისმგებლობა, რაც ვფიქრობ რომ მუხტის მხრივ შეძლო ერთჯერადად და იმის მერეე, კაციშვილს აღარ ახსოვს ეს area.ge (ალბათ თანხა არ ჩურიცხეს ბოლომდე ? ))) რაც რიცხვებშიც კარგად ჩანს. პირველ დღეს, marketer-ს თუ ვენდობით 100 000 უნიკალური მომხმარებელი ეწვია და დღეს ყოველდღიური შემსვლელი 5000 ვერ სცდება დიდად, ნუ ესეც ალბათ სოც.ქსელებში შემორჩენილი რეკლამების ხარჯზე. top.ge-ზე დახურული აქვთ სამწუხაროდ სტატისტიკა თორე ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს 🙂 ისე ეს top.ge-ს დახურვა ცალკე ფეილია ვაფშე ყველა კომპანიისთვის, ჯერ top.ge-ს რომ ისვამენ და მერე რომ ხურავენ :)) მოკლედ, არც მეტი არც ნაკლები ამ კომპანიის მამა და დედა აღმოჩნდა საქართველოს ბანკი ! და რატომ არ გამიკვირდა ? area.ge_ს დაგუგვლის შედეგად ამოყრილი სტატიების 50 % ისევ საქ.ბანკის შვილობილ ვებ-გვერდებზე მოდის. ღმერთო ჩემო, რა finchannel.com, ხუმრობთ. მე ვიფიქრე გარდა ქართულ ნაყიდ სტატიებისა უცხოური პროდუქტიც დაინტერესებულა არეათი, და აი უნდა დამეკლიკებინა მოცემულ დომეინზე და კი გავიფიქრე ესე საქ.ბანკის ხოარ არისთქო, მაგრამ ჩემი იმედგაცურება იმდენად მალე დაზუსტდა რომ finchannel-ს გახსნის შემდეგ ეჭვიც აღარ შემეპარა რომ ეგეც ამ კრეატიული ვებ სივრცის ოჯახის წევრი იყო :დ მოკლედ გადავალ უშუალოდ საიტის განხილვაზე, რადგან ამათზე იმდენი რამის დაწერა შეიძლება, რომ ჯობია ცალკე სტატია მივუძღვნათ.

მაშ ასე ვჩეკავთ area.ge-ს Main page-ს

  1. ცენტრში მოცემული ლოგო, უკეთესი იქნება თუ მაუსსზე რეაგირებას მოახდენს. ლოგოს ამ ფორმით წარმოდგენა მაშინ იქნებოდა მისაღები თუ header-ში გამოტანილი BG ფოტო დაიწყებოდა „მენიუ“-ს ბლოკის შემდეგ. ვინაიდან BG ფოტო მოიცავს მენიუ-ს ბლოკსაც, მაშინ უკეთესი იქნება თუ header-ში მოცემული  ფუქნციური ღილაკები მაუსსზე რეაგირებდეს და ასევე ლოგოც(გასაგებია ლოგო უმეტეს წილად ამ სახით არის წარმოდგენილი, თუმცა მსგავს ოზიციაზე ლოგოს მსგავსი სახით არ დებენ). ან უბრალოდ შესაძლებელაი BG ფოტო ჩაწიონ მენიუს ბლოკის ქვემოთ.
  2. მარცხენა მხარეს მყოფი ღილაკი, რომელიც უმეტესწილად მენიუს აღმნიშვნელია, წარმოდგენილი არის ორი ხაზით. ორი ხაზი იმდენად ხშირად გვხვდება ელემენტებში თუ ბლოკებში, რომ ძნელია მისი გამორჩევა. დანახვა და გამოყენებაც. ორი ხაზის გამოყენება დიზაინერის მხრიდან აღნიშნული ღილაკისთვის არის უბრალოდ წინდაუხედავობა. აღნიშნულ ღილაკზე სამ ხაზს ან ოთხ ხაზს, იმის გამო არ ხმარობენ, რომ ლამაზი გმაოჩნდეს (ალბათ ძაან მეამბოხეები ქმნიდნენ ამ საიტს აწ დამკვიდრებულ სტანდარტს შეეწინააღდმეგებნ პაპასა მუსიკისავით, რომ უსწორდებათ მაგრამ არ უსმენენ). აზრი იმაშია, თუ რამდენად ხშირად შეიძლება გვხვდებოდეს 2 ხაზი, 1 ხაზი საიტზე. რის გამოც, დიდი შანსია მომხმარებელი შეცდომაში შევიდეს ან საერთოდ არ შეამჩნიოს. ამის გამო, ირჩევენ 3 ან 4 ხაზს. გასაგებია, რომ 5,6 ან 10 ხაზს არავინ სვამს ღიალკზე, შესაბამისად სტანდარტი, რომელიც აზრზს მოკლებული არ არის, არის 3 ან 4 ხაზი.
  3. მაგრამ დაუშვათ და შეამჩნიეთ ეს ორ ხაზიანი მენიუს ღილაკი და გახსენით, თქვენ გაოცებული დარჩებით 🙂 , ელემენტები იდეაშ სრულად დამოუკიდებლები არიან და რომ შეხედავ ადამიანი, ლექსი გეგონება. პირადად მე, კითვა დავიწყე და ბოლოს მივხვდი, რომ სხვადასხვა ღილაკებია. აღნიშნული ეფექტი მინდა გაჩვენოთ სქრნიში, სადაც მცირედი ცვლილებები შევიტანე, იმის აღსაქმელად რაც დავწერე.area.ge
  4.  შავი ღილაკები, რააც ვაკვირდებით საიტზე მოცემული ღილაკები ყველა შავია. შავზე თეთრი წარწერა, მოცემული საიტის დიზაინისთვის არის “ტეტრისი” და დიზაინიდან მთლიანად ამოვარდნილი. ჩემი თავი გამახსენდა, უნივერსიტეტში რომ ესსეს წერას ვიწყებდი, ტავიდან კარგად მივდიოდი და ბოლოში ისე ვიღლებოდი, ოღონდ რამე ჩამეწერა და დამესრულებინა აზრზს არ ვატანდი დიდად :დ
  5.  როგორც ზემოთ ავღნიშნე, მოცემულ დიზაინში მნიშვნელოვანია მომხმარებელმა გაიგოს ფუნქციური ღილაკები მარტივად, იპოვოს და გამოიყენოს. ამისათვის, კი არსებულ დიზაინში მნიშვნელოვანია მაუსსზე რეაგირებდეს, როგორც ფუქნციური ღილაკები ისე ბლოკები (მხედველობაში მაქვს body-ში მოცემული განცხადებები). შესაბამისად, რაც აკლია ამ საიტს არის Usability, და კაციშვილს არ აქვს ამაზე ნაფიქრი, ესემგონია საქ.ბანკის ტანამშრომლებს გაუკეთეს ეს საიტის, მიდით და იმტვრიეთ თავი როგორ გამოიყენოთ საიტიო, შეიძლება თანამშრომლების ფარული ტესტირებაც იყოს, რამდენად აქვთ უნარი ქაოსში გარკვევის 🙂
  6.  არასწორად გადანაწილებული კონტენტი მთავარ გვერდზე, რაც ბლოგის იმიტაციას უფრო ქმნის ვიდრე უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალის. შეთავაზებების ბლოკის შემდეგ მოდის „რა გაინტერსებს ბლოკი“, და იმდენად დიდია აღნიშნული ბლოკი რომ შეიძლება ადამიანს დაგავიწყდეს კიდევაც, სად შემოხვედი.
  7.  ბლოკი „საინტერესოა შენთვის“- აი რაღაცას მატყუებს 🙂 გამორიცხულია ახალ მომხმარებელზე იცოდე თუ რა აინტერსებს, ამიტომ ეს ბლოკი არის ბლოკი ბლოკისთვის და არანაირ აზრობრივ დატვრითვას არ ატარებს. მაქსიმუმ, ჭკვიანური იყოს რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის გაკეთებული იყოს ესეთი ბლოკი, ან უკეთსი ცალკე გვერდი, რომელიც ანალიზს მოახდენდა, ფასის, ადგილმდებარეობის და სხვა ელემტნების მეშვეობით. რაზეც აპელირებენ ყველა სტატიაში რომ ხელოვნური ინტელექტი ჩააქსოვეს პროექტში, და ან ეს ხელოვნური ინტელექტი მატყუებს რომ პირველივე მომხმარებელს მთავაზობს იმას რაც მე მაინტერესებს თურმე, ან არეა გვეღადავება ხელოვნურ ინტელექტზე 🙂

  8. სეზონური სიახლეების ბლოკი, თითქოს კარგი რამ არის, მაგრამ
    1.  არასწორ ადგილას არის განთავსებული
    2.  მოცემული ბლოკის, ნახვისას მხოლოდ 4 სიახლეს ვხედავ, რაც წამგებიანია ცალსახად რადგან მთლიანი გვერდი კავდება რეალურად 4 სიახლისთვის, რომელსაც ტავის მხრივ ეკრანის 30 % აქვს დაკავებული
  9.       Footer – ს ძირითად შემთხვევაში, მსგავსი ფორმით არის წარმოდგენილი მაგრამ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ დიზაინერს დაეზარა footer-ს აწყობა და საბოლოოდ ეს დახატა რაც დახატა. Header-დან რომ ჩამოუყვები ადამიანი და ამ footer-ში ჩახვალ, აშკარად დაიძაბები სხვა საიტზე ხოარ გადავედი შემთხვევითო.
    არეას გრანდიოზული footer

  10.       ყველას ნახვა – ღილაკი, ძნელია აღნიშნულ ღილაკს დააჭირო და ახალი კონტენტის ჩატვირთვის მოლოდინი არ გქონდეს. ახალ მიმდინარეობას თუ ქმნიან კი ბატონო, მაგრამ ეს ღილაკი ბავშვმაც კი იცის რომ load more-თან უფრო ახლოს არის ვიდრე ახალ გვერდთან. მითუმეტეს ამ ზომის ღილაკი. ისიც აღსანიშავია, რომ ღილაკების პოზიციების შერჩევა უფრო მნიშვნელოვანია რიგ შემთხვევაში ვიდრე ღილაკზე წარმოდგენილი ტექსტი. შეიძლება ეს ღილაკი ვინც ამ ფორმით გამოიტანა, ამართლებს რომ წარწერა სრულად შეესაბამება ღილაკის ფუნქციას, თუმცა ვერ წონის იმ ფაქტს რომ მოცემულ პოზიციაში „ყველას ნახვა“ ხშირ შემთხვევაშ Load more-დ აღიქმება და ღილაკებზე ტექსტს ნაკლებად კითხულობენ მომხმარებლები, ან თუ კითხულობენ მაშინ არ იაზრებენ, ხელმძღვანელობენ მიღებული სტანდარტების მიხედვით, გაუთვიცნობიერებლად ! და როცა ჩვენ შავ ღილაკზე თთრად დაწერილი ტექსტის წაკითხვას ვითხოვთ, ისეთ ღილაკზე რომელიც იდეაში სხვა დატვირთვას ატარებს უმეტეწილად, მართლა მგონია რომ საქ.ბანკი ფსიქოლოგიურ კვლევას ატარებს 🙂
საიტის შეფასება შეფასება 3/10 რეზულტატი: საშინელება, იმედგაცრუებული უნდა დარჩეს ყველა, ვინც ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო(დიზაინერის გარდა და პროექტის მენეჯერის გარდა, ეგენი კმაყოფილები იქნებიან). თუ ვინმეს ილუზია აქვს რომ კონკურენტებს ამ საიტით ჩაძირავს, ძალიან ცდება.