cavea-ს ქება
ზოგადი ქება და დიდება 🙂
პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოცემულ პროექტს ვგულშემატკივრობ და მინდა რომ ეგ პროდუქტი როგორც ცალკე აღებული ბიზნესად არსებობდეს, რადგან მგონია ეს არის სწორი გზა განვითარების. სხვაგვარად ვერ განვითარდებით, უფასო ფული უფასო კონტენტი და უფასო ყველი სათაგურშია. პრინციპულად მიუღებელია ის პოზიცია რასაც უმეტესწილად ვხვდებით ამ საკითხთან დაკავშირებით, თითქოს როგორ გაბედა ვინმემ და adjaranet.com და imovies.cc გათიშა.
კონკურენტების მადიდებლების კრიტიკა
ვინც კონკურენტებს ასაფორთებთ და ფიქრობთ რომ ფილმებს უფასოდ უნდა უყუროთ, დღეს კინო ინდუსტრია რაზე დგას თქვენი აზრით ? დონაციაზე ? სამარშრუტო ტაქსში რომ ჯდები და მომსახურებას გიწევს, ეგ მანქანა მაგ მარშრუტს ხო მაინც გაივლის თქვენ ჩაუჯდებით თუ არა, თანხას რატომ იხდით ? ხარჯს ის ხო ამინც წევს და რა მოხდება თქვენც რომ გაგიყოლოთ, მაგ ლოგიკით. მე რასაც დავაკვირდი პატარა ბავშვები არიან ძირითადი დამსაფორთებლები და ის ხალხი ვისაც უბრალოდ თეთრის გადახდა არ უნდა რაიმე მომსახურებაში და მათი ნება რომ იყოს გახვრეტილი 5 თეთრიანით იმოძრავებს ლიფტში, უბრალოდ ერთ დღეს მაგ ლიფტს გაუთიშავენ და ეგ იქნება. ეგრე, გაუთიშავენ ერთ დღეს adjaranet-ს და Imovies-ს და ბოლოს წავლენ რუსულ საიტებზე სადაც ადგილობრივ ბაზარზე არაფერი იქნება ჩამნაცვლებელი და იქ კიდე კინოს ყურების პროცესში ნახავენ 100 კაზინოს რეკლამას, 100 ფრჩხილის სოკოს მორჩენის რეკლამას და მოკლედ ათას საზიზღრობას. ხოდა მაგ ყველაფრის გაკეთება ეხლაც შეგიძლიათ.
cavea -ს მხარდაჭერა
მიუხედავად იმისა, რომ საშინელი პროდუქტი დადეს მე მაინც ვასაფორთებ ამ პროექტს. მინდა რომ კარგი სტრიმინგ პლატფორმა მოიხოდოს საქართველოში რადგან უეჭველი გამოჩნდება მერე ვიღაც სხვა ვინც იტყვის რომ “ეე ჯონდო თუ ფულს აკეთებს მეც გავაკეთებ ფულს და გამოვაცხობ შაურმას, კიარა სტრიმინგ პლატფორმას გავუშვებ” რის შედეგადაც საბოლოოდ, მომხმარებელი დარჩება კმაყოფილი და მივიღებთ მეტად დახვეწილ სერვისს, ვიდრე ეხლა გვაქვს. სულ მცირე ამიტომ ეკუთვნის კავეას მხარდაჭერა და ასევე იმიტომ, რომ კავეამდე არავინ გარისკა კინოთეატრების ბიზნესში ამდენი ფულის ჩასხმა და კავეას “დამსახურებაა” დღეს რომ რბილ და კომფორტულ სკამებზე ვსხედვართ და დიდ ეკრანზე ვუყურებთ ნებისმიერ ახალ ფილმს. ხოდა ამ ბიზნესს ჩემგან მხარდაჭერა ექნება, თუნდაც ესეთი ბანძი პროდუქტი დადოს როგორიც cavea.plus არის 😀
Cavea-ს კრიტიკა
ბაზარზე შესვლის არასწორი გზა
ჩემი აზრით როდესაც ქართულ ბაზარზე შედიხარ და თან გაჯერებულზე, ამბობ რომ ის რაც დღეს უფასოდ გაქვს ხვალ მე ფასიანი უნდა შემოგთავაზო და გამომყევი, აი მხოლოდ კარგი სოციალურ ქსელის კარგი კონტენტ კრეატორით ვერ გაქაჩავ. მესმის ზოგს ეს პიარი უახრო ფულის ხარჯვა ჰგონია, თუმცა აუცილებელია ჩემი აზრით.
მაგალითად, veli.store (ამ პროექტის მიმოხილვას შემეგში გავაკეთებ) არის ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე კარგი “სტარტაპი” რომელსაც აბსოლუტურად ეკუთვნის ის რეიტინგი და ყურადღება რაც აქვს და უფრო მეტიც, მიუხედავად ამისა მაინც გადაიყეს რეკლამები რაც ხშირად გხვდება ხოლმე სოციალურ ქსელებში. ანუ, რაღაცით უნდა მიიტანო შენი პროდუქტი შენს სეგმენტამდე და ამას რეკლამის გარეშე ვეღარ იზამ, წავიდა ის დრო როდესაც უბრალოდ კარგი პროდუქტით იძენდი მომხმარებლებს. facebook-ც კი არეკლამებს youtube-ზე საკუთარ თავს. ამიტომ, ვფიქრობ ეს იყო ერთერთი ცუდი გზა რაც აირჩიეს ბაზარზე შესასვლელად, რო არა სოციალური ქსელის მენეჯერი ან კონტენტ კრეატორი მალევე ჩაიძირებოდნენ.
დიჯითალ პროდუქტის კრიტიკა ამჟამად ვებ გვერდი
აი აქ მგონია რომ სრულად აცდენილები არიან რეალობას, ეს რაც გააკეთეს ყველა საზღვარს სცდება 🙂 ჩამოვწერ პუნქტებად რა საშინელებებია საიტზე გაკეთებული და რატომ ვეძახი ამ საიტს web1.0 დან web2.0-მდე პერიოდს და დროში მოგზაურობას, ოღნდ წარსულში 🙂
საშინელებების სია :
- Cavea.plus ამ ეტაპზე არის ვებ პროდუქტი, თუ ვინმემ სტრიმინგ პლატფორმებთან მოახდინა სწორება, იმათი ძირითადი პროდუქტი არის აპლიაკციები და იმათი ვებ გევდები საზომი ერთეული არ შეიძლება იყოს. პირველი რაც ეტყობა არის Netflix-ს გადამღერებაა ოღონდ, საშინლად ცუდი ხედვა აქვს დიზაინერს ვებ პროდუქტის მიმართ და plus ამას, საშინლად ცუდად არის აწყობილი, თავმოყვარე ფრონტი ამას ხელს არ მოკიდებდა, ეს საიტი ვინც ააწყო იმან არასდროს არ გაამხილოს რომ ეს მისი ნამუშევარია, ჰაჰა თუ პირველი საქმეა კიდე ხო.
- სლაიდერი არის უკიდეგანოდ დიდი, რაც მოითხოვს შესაბამისი ზომის ფოტოს და საბოლოოდ გამოდის რომ ნახევარ მეგაბაიტიანი თითო სლაიდი იტვირთება თან ისე რომ მთლიანი ეკრანი მოძრაობს, რაც საშინლად მიშლის ხელს რომ რაიმეზე ვკონცერტირდე.
- UI ამ საიტს აქვს ყველაზე ცუდი, აი მართლა გულწრფელად რა ზომის და ფორმის და ფერის ღილაკებია ყველაფერს რომ შევეშვათ. არაფერთან არ მოდის პროპორციაშია ეგ ღილაკები. თუნდაც, ენის გადამრთველი, თუნდაც სლაიდერის გადამრთველი see more თუ ნებისმიერი რაც UI-ს ეხება.
- UX მოიკოჭლებს უშალოდ ქარდების ზომებით, ქარდებში მახასიათებლების გამოტანით, უაზროდ ბევრი და არასაწორი ინფორმაცია გამოდის ფილმებზე მაუსის მიტანისას, ინფინიტი სქროლი, მინი სლაიდერები რომლებსაც მთლიანი ზოლი უკავიათ და მხოლდო 5 ერთეული პროდუქტია გამოტანილი, არცერთი თავისუფალი სივრცე არ არსებობს საიტზე. თავისუფალი სივრცის არ არსებობა პირადად ჩემთვის საშინელ შეგრძნებებს იწვევს, სრულ გაჭედილობას და უძრაობას. ჩანართის სატაურს და see more_ს ესე არავინ სვამს, არ შეიძლება see more ჰაერში გამოკიდო ეკრანის მარჯვენა კუთეში და მარცხნივ ჩანართის სათაური გამოიტანო დალინკვის გარეშე.
- დაბლარული Header რაღაც ახალი მიგნება არის ? დავიძაბე, მეგონა ქუჩის ბილბორდს ვუყურებდი ესეთი ჰედერი ამ ზომის ხშირად არ მხვდება პრაქტიკაში.
- უფუნქციო, უსტილო და არაფრის მომცემი Footer-ი სადაც ფაქტობრივად რაღაცეები ყრია ოღონდ ფონტის ზომები ისეთია, რომ გამადიდებელი შუშით უნდა მაიდგე, ზემოთ ისეთი ზომის ფონტებია მასთან შედარებით.
რჩევა & რეკომენდაცია
- შეკარით პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, ვერ აცდებით და რაც დროულად იზამთ ამას, მით უფრო მეტს დაზოგავთ.
- UI/UX დიზაინერი არა, Team შეკარით რადგან Web, Mobile, TV გაქვთ გამოსატანი ბაზარზე
- იფიქრეთ აგრესიულ პიარ კამპანიაზე, სჯობს თავიდან დახარჯოთ და შემდეგ გაჩერდეთ, ვიდრე თავიდანვე გააქციოთ და მერე ეჩალიჩოთ ყველა მომხმარებელს უკან დაბრუნებაზე. ემოციური კავშირები გააბით მომხმარებლებთან !
- პროდუქტი დახვეწეთ, ანუ მხოლოდ 9 ლარიანი პაკეტი და მორჩა არა, სხვა ტიპის პროდუქტები შეთავაზეთ. ბიზნეს მოდელი შეგიძლიათ აიღოთ მხოლოდ სტრიმინგ პლატფორმიდან არა 🙂
- ინტერნეტ პროვაიდერებთან ითანამშრომლებთ და აქციები გაუშვით, თუნდაც საბაზრო ფასში ოღონდ აქციები იყოს 🙂
ეს არის ზოგადი მოკლე მონახაზი იმ შეხედულებისა რაც მაქვს მოცემული პროდუქტის მიმართ.