kanban board

Kanban-ი არის Agile-ს ერთერთი პოპულარული “framework”-ი, როგორიცა არის Scrum-ი. ის ფოკუსირებულია გაერთიანებულ და თვითმართვად გუნდებზე. ეს კონცეფცია შემუშავდა 1940 წელს ტოიოტას ქარხნების საწარმოო ხაზზე, ეს არის მეთოდი რომელიც მიზნად ისახავს მაღალი ხარისიხს შედეგების მიღებას, სამუშაო პროცესის ვიზუალურად აღწერის საშუალებით. იქმნება, ვიზუალური გეგმა, რომელიც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე  მოხდეს პრობლემის დაფიქსირება. ის შედგება 6 ძირითადი ეტაპისგან, ესენია :

  1. ვიზუალიზაცია
  2. სამუშაოების შეზღუდვა მიმდინარეობისას
  3. ნაკადის მართვა
  4. დეტალური რეკომენდაციების გაწერა
  5. Feedback-ების გამოყენება
  6. ერთობლივი ან ექსპერიმენტული განვითარებ

Kanban-ის ეფექტურობის მიღწევა ხდება, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვიზუალური მინიშნებების გამოყენებით. ამ პროცესში ჩართული მინიშნებებია „Kanban board“, “Kanban cards” და “Kanban swimlanes”.

  • Kanban board: რა შეიძლება იყოს გამოყენებული ვიზუალური გაფორმებისთვის განვითარების პროცესში, ეს შეიძლება იყოს ფიზიკური (თეთრი დაფაწებოვანი სტიკერები და მარკერები) ან ციფრული (როგორიც აქვს მაგალითად Zenkit-ს ონლაინ პროექტების ამრთვის ინსტრუმენტს)
  • Kanban cards: თითოეული Kanban-ს ბარათი სამუშაო პროცესში, ასახავს პუნქტს ან ამოცანას. მისი გამოყენება ხდება , გუნდთან გუნდთან პროგრესის გასაზიარებლად და ის წარმოადგენს ინფორმაციას, როგორიცაა სტატუსი, ციკლის დროს და მოსალოდნენ ვადებს.
  • Kanban swimlanes: არის ჰორიზონტალური ნახტომები სამუშაო დაფაზე, რომელიც ამარტივებს და საშუალებას იძლევა, შემდგოომ განასხვავოთ ერთმანეთისგან ამოცანები/ელემენტები მათი კატეგორიებისგან. მათიმიზანია სამუშაოს უკეთ შესწავლა.

მიუხედავად იმისა რომ Kanban-ს არ აქვს საკუთარი წესები, ის  მუშაობს Kanban board-ში , რომელიც წარმოადგენს განვითარების ეტაპებს, დაწყებული იდეის წარმოქმნიდან , გაგრძელებული სამუშაო პროცესით და დასრულებული სამუშაოს შესრულებით.

როგორც საუკეთესო Agile-ს framework-მა, Kanban-მა პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტრიაში, საკუთარი ნიშის შექმნა შეძლო.  მისი მოქნილობის დამსახურებით, მან შეძლო სხვა ინდუსტირებშიც სასურველი პროექტების მართვის მეთოდოლოგია ყოფილიყო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ნებისმიერ პროექტზე, რომელიც საჭიროებს განვითარების პროცესში უწყვეტ ჩართულობას.

Kanban-ი შეესაბამება: Scrum-ს მსგავსად, Kanban-ი წარმატებით ერგება ისეთ პროექტებს, რომლის გუნდიც შედგება მცირე რაოდენობისგან, თუმცა სჭირდებათ მოქნილი მიდგომა პროდუქტის ან მომსახურების მიწოდებისთვის. Kanban-ი ასევე შესანიშნავია, პერსონალური პროდუქტიულობის მისაღწევად.

Leave a comment