livo.ge

სანამ, უშუალოდ შეფასებაზე გადავიდოდეთ, დავაზუსტოთ რომ ეს პროექტი TBC ბანკის მხარდაჭერილია, ნუ შეიძლება ითქვას, რომ TBC ბანკის შვილობილი კომპანიაც კი არის. ცოტა არ იყოს გეუცნაურად ხო ? ვისაც area.ge-ს კრიტიკა აქვს წაკითხული ამ საიტზე, უცნაურად მოგეჩვენებათ ამ ორი ბანკის ორი შვილობილი კომპანიის შესვლა ერთი ბაზარზე 🙂 ნუთუ კონკურენციაში არიან ? თუ უბრალოდ ესე დაემთხვა, რომ ორივე ერთი სახის პროექტზე მუშაობდა და გაშვებაც ერთდროულად მოუწიათ. ნუ არეამ ცოტა დაასწრო, თუმცა ისეთი პროდუქტი დადეს, მაგის დადებას სულ რომ არ დაედოთ ჯობდა. აი, Livo-ს რაც შეეხება, ეს მასზე უარესია თუარა, ან რამდენად გაუძ₾ებს საფუძვლიან კრიტიკას ცოტა ხანში ვნახავთ 🙂

მცირედი მიმოხილვა გავაკეთეთ, ამ პროექტის გაჩეკვამდე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ბანკს თბს- ბანკი ყველა ონლაინ პროდუქტში ხდის. აი ესე ყველა ონლაინ პროდუქტში, და ეს მინიმუმ იმის მანიშნებელია რომ საქ.ბანკის ონლაინ განყოფილება არ ვარგა, ან უბრალოდ “უმფროსობა” ერევა სხვების კომპენტეციაში და ვიღებთ იმ პროდუქტს რაც წლებია გვაქვს საქართველოს ბანკის სახით, ონლაინ მიმართულებით. ერთი შეხედვით არც livo.ge-ი წყვეტს ვარსკვლავებს, თუმცა სიღრმისეული ანალიზი და კრიტიკა ბევრად მეტს დაგვანახებს.

საიტის განხილვა ეხება მხოლოდ main page-ს

  1. ლოგო – დიზაინერის მიერ შესრულებული ლოგო, თუ მისი ნამუშევრის საშუალო მაჩვენებელი მაინც თუ არის, მაშინ ძალიან ბევრი ჰქონია სამუშაო ხარისხის ასაწევად. განსაკუთრებით გაუგებარია ფერი და ასევე ფონტი. ფონტი იმდენად “გაპაპსავებულია”, რომ ლოგოში მისი გამოყენება უბრალოდ მიუღებელია, რადგან თუ სტანდარტულ ფონტს არ ვიყენებთ, მაშინ ესეიგი მიზანი გვაქვს, რომ რაღაც ორიგინალური იყოს, ეს კი ორიგინალური ნამდვილად არ არის. ხოლო ფერს რაც შეეხება, ამ კომპანიის ბრენდინგზე არ ვიცი ვინ იმუშავა თუმცა აშკარად ცუდად აქვთ არ ჩეული ფერი. და ლოგოს თემატიკაშ ბოლო შენიშვნა, არ შეიძლება ერთი ლოგო საიტზე სხვადასხვა სახით გვქონდეს ნაჩვენები.
  2. დაამატე განცხადება და შესვლის “ღილაკი”. დიზაინის აწყობის შემთხვევაში, პირველი რასაც უნდა ვითვალისწინებდეთ არის usability. აი ეს ღილაკები “დაამატე გნაცხადება” და “შესვლა”, იდეაში არის ღილაკები, მაგრამ ყველაფერია ღილაკის გარდა. ესეთ საიტზე, სადაც მომხმარებლის ჩართულობა ძალიან მაღალია, უმნიშნელოვანესიც კი არის მსგავსი ღილაკების სწორად ჩვენება. საიტის თერთრ ფონზე აღნიშნული ღიალკები, ცაში გამოკიდებულივით ჩანს, საერთოდ არ არის აღქმადი.
  3. ფილტრის ბლოკი – ერთი შეხედვით კარგი ფილტრის ბლოკია. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ გადავახტე საერთოდ, ისე აკრგად გამოიყურებათქო, თუმცა ერთი ორი კლიკის შემდეგ გამოჩნდა რამდენიმე პრობლემა. მაგალითად, არსებულ ბლოკში რომელიმე ფილტრის ჩამოშლის შემდეგ, აღნიშნული ფილტრი აღარ უბრუნდება პირვანდელ სახეს მანამ, სანამ იგივე ღილაკს არ დააჭერ და არ აკეცავ. ეს რათქმაუნდა კარგი არ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზოგი ფილტრის ჩამოშლა ერთდროულად შეგიძლია და ზოგის არა. ჩემი აზრით გაპარული, ტექნიკური შეცდომაა. იდეაში, ეს ძალიან დიდ დისკომფრტს არ ქმნის, თუმცა მსგავსი შეცდომების წყალობით, მომხმარებელს აუცილებლად გაუჩნდება არასასიამოვნო დამოკიდებულება საიტის მიმართ. აღნიშნულ ბლოკს ასევე აქვს პრობლემა, ფიტლრის ელემენტებს ყველას შესაბამისი სათაური აქვთ, თუმცა ქალაქის ფილტრს სულ სხვა სახელი ქვია “აირჩიე”, ნუ შეიძლება აიქონმა უნდა მიანიშნოს, თუმცა აიქონის იმედად მსგავსი ბლოკები არ ეწყობა. განსაკუთრებით მაშინ თუ სხვა ელემენტებს შესაბამისი სათაურები აქვთ. და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია ფილტრის ბლოკი, როგორც აღმოჩნდა “აირჩიე ქალაქი” ფილტრი გვერდს სქროლავს, თუნდაც ეკრანისი ზედა ნაწილში იყოს ეს ბლოკი.
  4. გაიმარტივე ძიება – აღნიშნულ ბლოკში წარმოდგენილი შდა ტექსტები არის ფაქტიურად წაუკითხვადი, რადგან background ფერი და ფონტის ფერი ერთმანეთს ემთხვევა. ისედაც ფერმკრთალ გარემოში, კიდე ღია ნაცრისფერის გამოყენება რომელმა დიზაინერმა გადაწყვიტა, აი მართლა საინტერესოა 😀 თანა რსებულ ბლოკში, სივრცეებად მაინც იყოს დაყენებული, რომ ამუსის მიტანისას ხვდებოდა რამეს, არა აი ზუსტად ტექსტთან თუარ მოგიხვდა მაუსი, ისე თვალების დათხრა მოგიწევს :)) და ნუ გვერდის არსებული ბლოკში, გამოყენებული ეფექტი, მკვეთრი ლურჯი ფერით ხო თავბრუს გახვევს. ანუ, აქ მაქსიმალურად იძაბები ტექსტის წასაკითხად დაჰოპ, მოგიხვდა მაუსი მეორე ბლოკზე ? დაგერხა, რადგან შოკში გაგდებს მკვეთრი ლურჯი ფერის განათება არსებულ პოზიციაში.
  5. სერვისები ბლოკი – ნუ ეს ბლოკი მოვლენაა, ესეთი სახით read more ტექსტი პირველად ვნახე. რო დააპატენტოთ არაა ? სერიოზული მიგნებაა 😀 ხუმრობთ ხალხო ? ნუთუ არავის გაუჩნდა პროტესტის გრძნობა მაგ ღიალკსი ეგრე ჩვენებაზე ?
  6. ტოპ დეველოპერები – are you kidding me ? :O ააქ ? ნამდვილად აქ გადაწყვიტეთ ? მთავარ გვერდზე ? აა, ყიდით ამას პროდუქტად ? რას გიხდიან ამდენს კი მაგრამ ?
  7. ტოპ ბროკერები – კიდეევ ? ანუ ტოპ დეველოპერები არ გეყოთ, და ეხლა ტოპ ბროკერებს მიადექით ? ყველაზე მაგარი, რითი საზღვრავთ ტოპ ბროკერობას, როცა ტოპში 0 განცხადების მქონე ბროკერია :))
  8. ბლოგის ბლოკი – ნუ ყველაფერი კარგი, ზედა ბლოკებთან მიამრთებით ამას არაუშავს, მაგრამ მაუსის მიტანის შემთხვევაში ზოგ ბლოკს უცხოპლანეტელად რომ აქცევთ, ამ ბლოკს hover მაინც გაუკეთეთ განცხადებებზე.
  9. footer – ნუ, footer-ია უნახავს გაგხდის კაცს. ძაან უნდა მოინდომო, რომ მიხვხდე სად ხარ. ვიზუალრუად არ არის გამოყოფილი Body-სგან, პირიქით, ტავზე აქვს ბლოკი რომელიცმკვეთრად განსხვავდება Body-სგან და გექმნება ილუზია რომ საიტს ამოტრიალებულად უყურებ, რადგან footer-ს და Body-ს ფაქტიურად ადგილები აქვს გაცვლილი.
  10. არ აქვს top up ღილაკი, დავიტანჯე Header-ში ასასვლელად. ჯერ სქროლის ღიალკს სანამ მივწვდი მაუსით.

საიტის შეფასება
შეფასება  4/10

რეზულტატი: მეგონა უკეთეს პროდუქტს ვნახავდი, თუმცა საშიენელება შემრჩა ხელთ. შეგრძნება მაქვს, რომ კონკურენციაში შესვლა არასწორად გაიგეს Livo.ge-მ და area.ge-მ :)) არ ვარგა ბრენდინგი, არ ვარგა დიზაინი, არ ვარგა სტრუქტურა და არასწორადაა კონტენტი გადანაწილებული, არ მომეწონა ვებ დიზაინერის მიერ შესრულებული ნამუშევარი, კაციშვილს არ გაუჩეკავს ეს საიტი მემოგნი შიდა სამზარეულოდან, ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ეს საიტი და წესით ამ საიტის კმაყოფილი ადამიანი ვებ აღარასდროს არ უნდა გააკარო !

9 ივლისის სქრინი

livo-ge-tomato-ge