სულ ცოტა ხნის წინ, ქართულ ინტერნეტ ბაზარს ახალი ონლაინ მარკეტი vendoo.ge დაემატა. გამომდინარე იქიდან, რომ ონლაინ ყიდვა-გაყიდვა დღითიდღე აქტუალური ხდება, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ქართულ ინტერნეტსაც ჭირდებოდა მსგავსი პლატფორმა. მაგრამ, კარგად თუ დავფიქრდებით აქამდეც გვქონდა ონლაინ მაღაზია, როგორებიცაა be.ge, myshop.ge და კიდევ რამდენიმე. გასაგებია, რომ მათი არსებობის მიუხედავად ახალი პლატფორმის შექმნა ცალსხად კარგია, თუნდაც კონკურენციის შედეგად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული აქციები. რა დადებითი შედეგები მოყვება კონკურენციას, ეს მრავალჯერ გადაღეჭილი თემაა და ამ ლიბერასტულ დოგმებზე სირბილი რომ არ დავიწყოთ, მოდით უარყოფით ფაქტორებზე გავაკეთბ მცირე მიმოხილვას. დავიწყოთ vendoo.ge – ს გარჩევა.

რას გამოიწვევს ბაზარზე vendoo-ს გამოჩენა, მით უფრო მაშინ როდესაც აღნიშნულ პროექტს TBC ბანკი ასაფორთებს. გამოიწვევს იმას, რომ ვისაც არ აქვს ის ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი რაც TBC_ს, ჩავთვალოთ რომ რამდნეიმე თვეშ დაიხურება. იქიდან გამომდინარე, რომ არსებული ონლაინ მაღაზიები ვერ გაუწევენ ესეთ მონსტრს კონკურენციას, შეგვიძლია ვთქვათ რომ აღნიშნულ ბაზარზე ახალი მომხმარებელის გამოჩენაც ფაქტიურად 0-ს ტოლია. თუმცა ის მგლური კანონები რაც თავის ნებაზე მიშვებულ “კონკურენცია”-ს გააჩნია, შეგვიძლია ეგ ყველაფერი ბუნებრიობად აღვიქვათ. თუმცა, ჩვენ ამ ბლოგში არ ვისაუბრებთ იმ გარე ფაქტორებზე რა დადებითი თუ უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს, ჩვენ უნდა გავარჩიოთ ეს პროექტი წმინდა ტექნიკურად.

  1. იფიქრეს თუ არა, ამ პროექტის შექმნისას მოხმარებელზე ?
  2. შექმნეს კი კონკურენტ უნარიანი პორტალი ?
  3. აკმაყოფილებს თუარ აიმ სტანდარტებს რაც ამჟამად ონლაინში არსებობს ?
  4. რამდენად usablity-ი არის აღნიშნული პროდუქტი ?
  5. გაერკვევა თუარა მოხმარებელი მარტივად აღნიშნულ პორტალში ?
  6. სწორად არის თუარა გადანაწილებული ბლოკები ?

vendoo.ge – ს გარჩევა

  1.  “გაყიდე ჩვენთან” – ღილაკი, რომელმაც უნდა მოიწვიოს ახალი მომხმარებლები რომლებიც შეავსებენ რეალურად კონტენტს, დაამატებენ პროდუქტებს, გახდიან აღნიშნულ პროექტს უფრო მრავალფეროვანს და მომხმარებელს ამის შემდეგ ექნება შეგრძნება, რომ აღნიშნულ საიტზე ყველაფრის ყიდვა შეიძლება. ანუ, ეს ღილაკი ძალიან მნიშვნელოვანია vendoo-სთვის, შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი ღილაკი არც არსებობს ამ საიტზე. და სად არის განთავსებული ? მარცხენა ზედა კუთეში, რომლის პარალელულად help კატეგორიის გვერდებია დალინკული. ცუდია და ძალიან ცუდია, მსგავს ადგილას გამოიტანო ესეთი მნიშნელობის ღილაკი. ამავე დროს ისიც მნიშნელოვანია, რომ საიტზე ღილაკებზე გამოტანილი ტექსტის ზომა 13 px არის, ხოლო აი ამ გრანდიოზულად მნიშვნელოვანი გვერდის ლინკი 11px ტექსტით არის დალინკული. 
  2. “ყველა კატეგორია” თავისი აიქონით, ღმერთმანი დავიჯერო area.ge-ც და ეს საიტიც ერთმა დიზაინერმა დახატა ? რატომ ეს ორ ხაზიანი მენიუს ღილაკი, რამეს მიაგენი ? სად ნახეთ ეგეთი ღილაკი ? არ შეიძლება ხალხო ესე ავდგეთ და ორი ხაზი გამოვიყენოთ მენიუს ღილაკის აღსანიშნავად ! არა, განა მარტო ეგ პრობლემა აქვს ამ ღილაკს ? კიდევ არის მაგრამ ეს ორი ხაზი სად ნახეთ ? რატო ორი ხაზი და რატო არა ჯანგალი ? ნუ ეს ერთი, ეხლა მეორე პრობლემა რაც არის, სად გიდევთ ეს ღილაკი ? ყველამ იცის რომ მსგავსი სახის ღილაკი აუცილებლად header-ში უნდა იყოს გამოტანილი.  მართლა მრჩება შეგრძნება რომ ამაზეც და area-ზეც ისეთმა ხალხმა იმუშავა, ან მომავალში არიან ნამყოფი და ან კიდევ პრეტენზია აქვთ, რომ ახალი სტანდარტები დანერგონ. ხოდა, მომავალში თუ იყავით, ესეიგი ეხლა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ თუ ეგეთი მომავალი მივიღეთ, და თუ ახალს იგონებთ რამეს, რავიცი მემგონი არასწორი გზა გაქვთ არჩეული. 
  3. ფერები – ცოტა არიყოს და შეშინებულიც ვარ, თუ ამ დონის ვებ დიზაინერები გვყავს ქვეყანაში, რომლებიც მკვდარმელნისფერს იყენებენ ღილაკების გასაფორმებლად ძააან შარში ვყოფილვართ. მესმის მხოლოდ დიზაინერს ვერ დააბრალებ, პროექტის მენეჯერიც პასუხისმგებელია აღნიშნულ ფერზე მაგრამ რატომ გავს Paint-ში დარედაქტირებულ ფოტოს, საიტი. შეგიმჩნევითა რეკლამები ბილბორდებზე თუ ავტობუსებზე, აი 100 თავით ჯობია ვიზუალურად სარეკლამო ბანერები საიტს, მე რომ სარეკლამო ბანერიდან შემოვსულიყავი როგორც მომხმარებელი, მეორედ აღარც დავბრუნდებოდი უკან. სრულად ამოვარდნილია საიტი თანამედროვე ტრენდებიდან კიარა სტანდარტებიდანაც კი.
  4. ბოლების სატაურები – სადაც ბლოკს შავიტ თეთრზე აწერია სათაური, დალინკულიც არ არის და ამას დამატებული “სრულად ნახვის” საშინელი ღილაკი აქვს მიდგმული გადასაგდები კარადასავით.  რაც მთავარია ეს გენიალური ღილაკი, ზოგ ბლოკს აქვს და გაუმართლა, მაგრამ ზოგ ბლოკს ეგეც არ გააჩნია 🙁
  5. არასწორად განაწილებული ბლოკები, მთავარ გვერდზე. მიმდევრობა არის გრანდიოზულად დამაბნეველი, კატეგორიების ბლოკი რომელიც ყველაზე კარგად არის აწყობილი სხვებთან შედარებით, არის body-ს ბოლო ნაწილში. აჩემებული და ლოტოში ამოსული “მობილური ტელეფონები”-ს ბლოკი, “კონდიციონერები”-ს ბლოკი, “თავის მოვლი”-ს ბლოკი. რატომ აირჩა ეს ბლოკები (რეალურად თუ ეს ჩემს მიერ ძებნებზე არ არის დამოკიდებული, ისე სრული სისულელეა), რა ფარული მესიჯები იმალება აღნიშნულ ბლოკებშ 🙂 ან რომელი შეთქმულების თეორიის ნაწილია ამ ბლოკების ესე დალაგება, მემოგნი არავინ იცის, ფაქტია რომ ძაან ცუდია 🙂 ლოგიკურადაც ძნელია ამოიცნო მიზეზი, რატომ არ მაჩვენებ ტელევიზორს და რატომ მაჩვენებ თმის მოვლას.
  6. სეზონური ღილაკი, აი ეხლა უკვე ვრწმუნდები რომ area.ge_ზე და ამ პროექტზე ერთი ხალხი მუშაობდა ან ერთ პროდუქტს არჩევდნენ 😀 რა სეზონური ღილაკი და თან სად , ალბათ დილით გაიღვიძა პროექტის მენეჯერმა, ვაა დაცხაო, თუ დაცხაო მაშინ საიტზე უნდა გამოვიტანოთ გამოსაჩენად მაცივრებიო და დაამატეს გაფილტრული გვერდი სადაც ფოტოაპარატიც კი შეგხვდებათ 😀 ანუ ფოტო აპარატი საზაფხულო ყოფილა :)) ნუ კიდევ კარგი მხოლოდ მთავარ გვერდს ვჩეკავთ ეხლა თორე, აღნიშნულ საზაფხულო გვერდზე რომ გადახვალ, იქ პროდუქტებს ისეთი ჰოვერი ადევთ შეიძლება თავბრუდაგეხვეთ 😀
  7. კარგი, ვთანხმდებით რომ ბლოკები სწორადაა გადანაწილებული და პროდუქტებიც შესაბამისად გამოდის, მაგრამ რაღაც სახის ჰოვერი თუნდაც ის თავბრუდამხვევი ჰოვერი მაინც გამოიყენეთ ხალხო პროდუქტებზე მაუსის მიტანისას.
  8. online chat ძაან კარგია, მარჯვენა მხარეს რატომ უნდა იყოს, ყველას მარჯვენა მხარეს აქვს ეგ ბლოკი გამოტანილიდა თქვენ ხომ ახალ მსოფლიოს ქმნით და ამიტომ მარცხენა მხარეს უნდა იყოს, მარცხენაც არა უფრო შუაში ჯობია. ან საერთოდ ლოგოს დაუდეთ გვერდით, უფრო განსხვავებულად წარმოგაჩენთ :))
  9. მოგესალმებათ ვენდუ 🙂 სად მომესალმება ? ბოლოში რომ ჩამოვედი იქ ?  ცოტა დაგვიანებული ხოარაა მოსალმება ? ნუ კარგი მესალმები, მაგრამ ეგ ინფორმაცია ნამდვილად მანდ უნდა იყოს გამოტანილი ? მთავარ გვერდზე ? ამ სახით ? წაკითხვა რამდენად მარტივია ეგ ცალკე თემაა, თუმცა ზოგადად ამ ბლოკის მთავარ გვერდზე გამოტანა იმას უფრო გავს, რომ მთავარი გვერდის შევსებისას მაქსიმალურად ამოწურეთ რესურსები და ბოლოს about us შინაარსის ტექსტის ხილვის ბედნიერების შანსი მოგვეცით ^_^ .
  10. footer – წესით, რიგით, კანონით, ბუნების დაუწერელი წესებითაც კი მნიშვნელოვანია გამოყოფილი იყოს ვიზუალურად body-სგან, არ უნდა მქონდეს შეგრძნება, რომ საიტი კიდევ გრძელდება. სტრუქტურა მიანიშნებს footer-ზე მაგრამ ბლოკის ვიზუალი საერთოდ სხვა რამეს ამბობს. და არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნულ footer-ში “ბლოგი” იმ სახით ჩვენება როგორც არის. ანუ, ამჟამინდელი footer-ში ყველაზე მნიშვნელოვანი ბლოგი-ს ლინკი დევს თქვენი აზრით, რაც ცალსახად არსწორია.

შეფასება
2.5/10

დიდი მოლოდინი არ მქონდა vendoo.ge-სგან, იქიდან გამომდიანრე რომ Livo.ge-ი და ეს საიტი ერთი კომპანიის განშტოებაა, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მომხარებელი აქ მეტად ჩართული უნდა იყოს მეგონა, რომ ამაზე დაფიქრდებოდნენ პროექტის ავტორები თუ მონაწილეები. ცალსახად დაბალი შეფასება, დიზაინერის , პროექტის მენეჯერის. წმინდა ტექნიკურად ეს საიტი არ გამირჩევია თუმცა, ტექნიკური ბაგები მარტივად აღმოჩენადია და შესაბამისად მარტივად აღმოფხვრადი, ამიტომ მასზე დროის ხარჯვა ფუჭია.

vendoo.ge – ს გარჩევა არ არის ერთადერთი კრიტიკული ანალიზი ჩვენი საიტისგან. იხილეთ სხვა საიტების კრიტიკა.