ეს ისეთი კრიტიკაა, სახლის ლეპტოპში რომ ფაილებს მიაგნებ და თან სივრცე რომ გაქვს გასასუფთავებელი და თან ფაილების შენახვაც გინდა :))

  1. veziri.ge ვეზირი ლოგო როგორც დავაკვირდი შედგება დასახელებისგან და ზოგადი აღწერისგან. ჩემი აზრით, ლოგოში ტექსტის თანდართვა მხოლოდ აბრევიატურის შემთხვევაშია მისაღები , სადაც აბრევიატურა იქნება ჩაშლილი მოკლედ და კონკრეტულად, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის, როგორც ქვემოთ მოყვანილი. ნუ ვებ ეს არ შეეხება, თუმცა ჩემი შეხედულება ეს არის.
  2. სლაიდერი აღნიშნულ სქრინზე მოცემული მენიუ წარმოქმნის შემდეგ პრობლემას. როდესაც ვაჭერთ რომელიმე ჩამოსაშლელ მენიუს , შედაგად ჩამოიშლება შესაბამისი ქვეკატეგორიები, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოგვინდება გვერდის ჩამოსქროლვა , არსებული ჩამოშლილი მენიუ რჩება ჩამოშლილად. იმისათვის რომ ეს მენიუ ისევ აიკეცოს , ხელახლა უნდა დავაჭიროთ ხელი რაც გარკვეულ მხრივ დისკომფორტია. ასევე, თუ სხვა კატეგორიის ჩამოშლა გვინდა , აწ უკვე ჩამოშლილი კატეგორიის შემდეგ სხვა კატეგორიის ჩამოშლა ერთი კლიკით აღარ ხდება. საჭიროა ჩამოშლილი კატეგორიის აკეცვა და შემდეგ სხვა კატეგორიის ჩამოშლა. იგივე შედეგი მიიღება, სხვა შამოუშლელი კატეგორიის ღილაკზე , მოხლოდ ორჯერ დაჭერის შემდეგ. როდესაც რომელიმე კატეგორიაში ვშლით და შემდეგ ამ კატეგორიაშივე გვხვდება კიდევ ერთი ქვეკატეგორია, ამ შემთხვევაში ქვეკატეგორია იხსნება მაუსის მიტანის შემთხვევაშიც . თუ ვთანხმდებით იმაზე რომ, კატეგორია უნდა იხსნებოდეს კლიკის მეშვეობით , მაშინ ქვეკატეგორიების შესაბამისად უნდა იხსნებოდეს, თუარადა მაუსის მიტანაც საკმარისი უნდა იყოს მთავარი კატეგორიების გახსნის შემთხვევაშიც.
  3. საძიებო სისტემა , შეუსაბამოდ დიდია გაშლის შემდეგ. რაც მთავარია, ის ფარავს მთავარი მენიუს კატეგორიებს, რომელიც ვებ გვერდის ზემოდან ქვემოთ სქროლვის დროსაც კი თავშია მოქცეული. (ვინაიდან აღნიშნული header-ი , სქროლვის დროსაც თავშია მოქცეული, ესეიგი მნიშვნელოვანია. თუ მნიშვნელოვანია მაშინ მას ვერ უნდა ფარავდეს რაიმე სხვა ელემენტი.)
  4. სლაიდში გამოყენებელი სოციალური ქსელების ლინკები , მაუსის მიტანასთან რეაგირებენ და იშლება აღნიშნული სოციალური გეერდის სახელი ჰორიზონტალურად. იმ შემთხვევეაში თუ ერთი სოციალური ქსელის ლოგოს გავხსნით მაუსის მიტანით და შემდეგ მეორეს , ტექსტიც და ლოგოებიც საგრძნობლად მოშორდებიან პირველანდელ ადგილმდებარეობას. სასურველია ღილაკი, რომელიც დალინკულია იყოს უძრავ მდგომარეობაში.
  5. პირველივე გვერდზე , მოცემული ნიშანი „გადაწყვეტები“ თუ დალინკული არ არის მაშინ მაუსის მიტანაზე არ უნდა რეაგირებდეს და იღებდეს განსხვავებულ ფერს რადგან ეს ტექსტი უბრალოდ ტექსტია და მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს გვერდზე. თუმცა, იგივე კონტექსტში მოცემული ტექსტები , როგორებიცაა : ჩვენს შესახებ, სერვისები, დალინკულია შესაბამისად ზემოთ ხსენებული კრიტიკა უსაფუძვლოა თუ „გადაწყვეტები“-ს ლინკის გარეშე ყოფნა, უბრალოდ გაპარული შეცდომაა. აღნიშნულ სქრინზე, მოცემული სამი თემატური პოსტი მაუსზე რეაგირებენ , თუმცა არა მნიშვნელოვნად . იმდენად შეუმჩნეველია მაუსზე რეაგირება რომ კარგად დაკვირვების შემდეგ აღმოაჩენ განსხვავებას. მსგავს შემთხვევბში ეფექტურია მოკლე აღწერის ტექსტზე ბექგრაუნდის ცვლილება.
  6. ვინაიდან , კატეგორია „გადაწყვეტები“ და კატეგორია „სერვისები“ , ერთნაირად არის განაწილებული , მაშინ სასურველია ერთ სტილში იყოს მოცემული. აღნიშნულ სქრინზე მოცემული მოკლე აღწერები არ არის გამოყოფილი ბექგრაუნდისგან, განსხვავებით იგივე სახის კატეგორიის მქონე 5-ე პუნქტში მოცემული მოკლე აღწერები. მოცემულ ქვეთავში შესაძლებელია იგივე კრიტიკის დაწერა რაც მოცემულია ზემოთ.
  7. მოცემულ სქრინზე არსებული საავტორო უფლებების აღმნიშვნელი ტექსტი მოცემულია განსხვავებული ფონტით და გამოყენებულია შუქჩრდილები ტექსტზე , რაც კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურება ვებ გვერდის დათვალიერების შემთხვევაში.
  8. აღნიშნულ სქრინზე მოცემულია ორი განსხვავებული გვერდის ფოტო. ერთი შეხედვით “მერე რა მოხდა”, არადა, დარგობრივი გადაწყვეტილებები გამოტანილია მენიუში და footer-ში. იდეაში ერთი და იგივე ქვეკატეგორიები უნდა ჰქონდეს და აღმოაჩნეთ რომ სხვადასხვა აქვს. ეს იმის მანიშნებელია, რომ სხვადასხვა კატეგორიაა ფუნქციურად, რაც რეალრუად ერთი და იგივე უნდა იყოს.
  9. ვებ გვერდის ნავიგაცია გაუმართავია ჩემი აზრით. არსებული ნავიგაცია არის უსასრულო ლაბირინთი, სადაც შესვლა და დაკარგვა იგივეა. მაგალითისთვის http://veziri.ge/ka/product/full/13 აღნიშნულ ლინკზე მოცემული გვერდი არის მეოთხე დონის ქვეკატეგორია. აღნიშნულ გვერდზე არ არის აღწერილი ნავიგაციის დონეზე განვლილი გზა , სურვილის შემთხვევაში თუ ახლიდან ამ გვერდზე შემოსვლა მოგინდებათ, ძალიან ძნელი იქნება, თუ უშუალოდ ლინკი არ გაქვს ადამიანს. ხოლო, რაც შეეხება ქვეკატეგორიებს, მსგავსი სახის საიტისთვის ესე სიღრმისეულად ჩაშლა კატეგორიების თუ დამკვეთის მოთხოვნაა, მაშინ საბოლოო წერტილზე მისვლისას მომხარებელს აუცილებლად უნდა აჩვენო განვლილი გზა თუ როგორ მოვიდა აქამდე
  10. საძიებო სისტემა არ მუშაობს